Belive

ლიონელ მესის დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი კოპა ამერიკაზე მიღებული წითელი ბარათის გამო დააჯარიმეს. "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების კაპიტანს დისკვალიფიკაციის სახით ერთი სანაკრებო მატჩის გამოტოვება მოუწევს. გარდა ამისა, ზემოთ აღნიშნულ ტურნირზე მსაჯებისა და ორგანიზატორების კრიტიკის გამო, ფეხბურთელს ჯარიმის სახით 1500 დოლარის გადახდაც დაეკისრა. ლიონელ მესი მოედნიდან მესამე ადგილისთვის მატჩში გააძევეს, როდესაც არგენტინის ნაკრები ჩილეს ხვდებოდა. "ბარსელონას" კაპიტანს შელაპარაკება და ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოუვიდა ჩილელთა კაპიტანთან, გარი მედელთან და მსაჯმა ორივე მოთამაშისთვის მაქსიმალური სასჯელის გამოტანა გადაწყვიტა. მანამდე, ბრაზილიასთან წაგებული ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, მესიმ სამხრეთ ამერიკის საფხებურთო მმართველი ორგანო და მსაჯები გააკრიტიკა, როდესაც განაცხადა, რომ ტურნირზე ყველაფერი კეთდებოდა მასპინძლების გასაჩემპიონებლად. მატჩი, რომლის გამოტოვებაც მესის მოუწევს, არგენტინის ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩენ ეტაპზე გამართავს.

სხვა სტატიები