Belive

ლიონელ მესი ევროპის 2018 წლის საუკეთესო ბომბარდირი გახდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2018 წელს ლიონელ მესიმ 54 მატჩში 51 გოლი გაიტანა და ევროპის საუკეთესო ბომბარდირს წოდება მოიპოვა - მის მთავარ კონკურენტებს კრიშტიანუ რონალდუ და რობერტ ლევანდოვსკი წარმოადგენდნენ. აღსანიშნავია, რომ გოლების ათვლა 16 დეკებერს შეწყდა, როდესაც "ბარსელონამ" "ლევანტე" ანგარიშით 5:0 გაანადგურა. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ გასული 10 წლის განმავლობაში, მესის ყოველწლიურად 50-ზე მეტი გოლი გააქვს, 2012 წელს კი მან 91 გოლის (!!!) გატანა შეძლო, რაც მსოფლიო რეკორდს წარმოადგენს.

სხვა სტატიები