Belive

ლიონელ მესი ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" კაპიტანი, ლიონელ მესი ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.  არგენტინელმა ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუს ერთ თვეში 3.5 ათასი ევროთი გადაუსწრო. ლიონელ მესის საერთო შემოსავალი თვეში გადასახადების გარეშე 8.3 მილიონი ევროა. მეორე ადგილზე დაქვეითდა კრიშტიანუ რონალდუ, რომლის ყოველთვიური შემოსავალიც 4.8 მილიონ ევროს შეადგენს. ცვლილებაა მესამე და მეოთხე ადგილებზეც. ბრაზილიელმა ვარსკვლავმა და "პსჟ"-ს ლიდერმა, ნეიმარმა მესამე პოზიცია დაკარგა და მეოთხეზე გადაინაცვლა. მას 3.1 მილიონი აქვს, ხოლო მისი ადგილი ანტუან გრიზმანმა დაიკავა, რომლის შემოსავალიც 3.3 მილიონ ევროს შეადგენს. მეხუთე ადგილზეა ლუის სუარესი. "ბარსელონას" ერთ-ერთი ლიდერი 2.8 მილიონი ევროთი საპატიო ხუთეულშია. მის ქვემოთ, მეექვსეზე 2.5 მილიონი ევროთი გარეთ ბეილია. მეშვიდე-მერვე პოზიციებს 2.2 მილიონი ევროთი "ბარსელონას" კიდევ ერთი ლიდერი, ფელიპე კოუტინიო და "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი ალექსის სანჩესი იკავებენ. მეცხრე ადგილზეა "პსჟ"-ს ლიდერი, მსოფლიო ჩემპიონი კილიან მბაპე. ფრანგს 1.7 მილიონი ევრო აქვს, ხოლო ათეულს ასრულებს "არსენალის" ნახევარმცველი, მესუთ იოზილი. გერმანელის ყოველთვიური შემოსავალი 1.6 მილიონი ევროა. როგორც ხედავთ, "პრემიერლიგის" მოთამაშეები ათეულის ბოლოს არიან. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები კი სიის სათავეში წარმოგვიდგნენ.

სხვა სტატიები