Belive

ლიონელ მესი ინგლისური კლუბების წინააღმდეგ

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ბარსელონას" კაპიტანი, ლიონელ მესი რომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ამაზე არავინ დაობს. საინტერესოა, როგორ თამაშობს არგენტინელი ინგლისური კლუბების წინააღმდეგ. ლიონელ მესისთვის პრემიერ ლიგის კლუბებთან თამაში თავიდან არც ისე წარმატებული იყო. არგენტინელ ფეხბურთელს ცხრა თამაში დასჭირდა, რომ გატანილ გოლში მიეღო მონაწილეობა. 2009 წელს მესიმ ანდრეს ინიესტას ასისტი გაუკეთა. ამ უკანასკნელმა კი "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. ლონდონის "ჩელსი" აღმოჩნდა მესისთვის პირველი წარმატებული გუნდი. იმავე სეზონში, "ბარსელონას" ლიდერმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედს" ულამაზესი ბურთი გაუტანა და თასიც აღმართა. 2009 წლიდან ლიონელ მესიმ პრემიერ ლიგის კლუბებს 17 თამაშში 19 ბურთი გაუტანა. მათგან ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ჰეთ-ტრიკი "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ და პოკერი "არსენალის" კარში. მანამდე კიდევ ერთი ფინალი, სადაც ლეომ ისევ "მანჩესტერ იუნაიტედს" გაუტანა სწორედ იმ "უემბლიზე ჩატარდა, რომელზეც დღეს მოუწევს თამაში "ტოტენჰემის" წინააღმდეგ. ლიონელ მესის "საყვარელი" ინგლისური გუნდი "არსენალია". არგენტინელმა მეთოფეების კარში ბურთი ექვს თამაშში ცხრაჯერ გაახვია. ყველაზე მეტად მესის ბურთის გატანა "ჩელსის" წინააღმდეგ უჭირდა. პეტერ ჩეხისთვის არ ჰქონდა გატანილი, სანაც ჩეხი მეკარე "არსენალში არ გადავიდა. "პრემიერ ლიგის" გუნდების კარში, ლიონელ მესის 27 შეხვედრაში 20 ბურთი აქვს გატანილი და 6 შედეგიანი გადაცემა გაკეთებული. დღეს კი მას ამ ორივე მონაცემის გაუმჯობესების შანსი ექნება.

სხვა სტატიები