Belive

ლიონელ მესი ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონას" არგენტინელი ლიდერი, ლიონელ მესი "ლა ლიგის" სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამის შესახებ ჩემპიონატის პრესსამსახური იუწყება. გასულ თვეში ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 5 თამაშიი, მესიმ 3 ბურთი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მიღებულ ჯილდოს, ლიონელ მესი 20 ოქტომბერს, "სევილიასთან" გასამართი მატჩის დასაწყისში მიიღებს.

სხვა სტატიები