Belive

ლიონელ მესი მე-40 ელ კლასიკოს ჩაატარებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს "ელ კლასიკოა". ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "რეალი" "ბარსელონას" უმასპინძლებს. პირველი მატჩი 1:1 დამთავრდა. შეხვედრა საიუბილეო იქნება კატალონიელთა კაპიტნისთვის, ლიონელ მესისთვის. არგენტინელი ფეხბურთელი თავის მე-40 "ელ კლასიკოში" მიიღებს მონაწილეობას. განვლილ 39 მატჩში მესის 26 ბურთი აქვს მადრიდელთა კარში გატანილი. პირველი ბურთი კი მან 2007-08 წლების სეზონში გაიტანა. ის შეხვედრა "ნოუ კამპზე" შედგა და არგენტინელმა ფეხბურთელმა ჰეთ-თრიკი გაიფორმა. მისი სამი ბურთის წყალობით, "ბარსელონა" არ დამარცხდა და მატჩი 3:3 დასრულდა. მას შემდეგ 23 ბურთის გატანა შეძლო. შეგახსენებთ, რომ გარდა დღევანდელი მატჩისა, "ელ კლასიკო" "ლა ლიგის" ეგიდით 2 მარტს, ისევ "სანტიაგო ბერნაბეუზე" შედგება, რომელიც მესისთვის უკვე 41-ე იქნება. "რეალისა" და "ბარსელონას" შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები