Belive

ლიონელ მესი ნორვეგიის მესამე დივიზიონის კლუბს შეუერთდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ნორვეგიის მესამე დივიზიონის კლუბმა ლიონელ მესი შეიძინა - თუმცა კატალონიური გრანდის გულშემატკივრებს სანერვიულო არაფერი აქვთ. 16 წლის დანიელ არე კნუტსენი იმდენად აღმერთებს არგენტინელ სუპერვარსკვლავს, რომ სახელი შეიცვალა და ლეო მესი დაირქვა. "იუნკენერმა" 16 წლის ფეხბურთელის შეძენის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. კლუბის წარმომადგენელმა ხუმრობით აღნიშნა, რომ ლიონელ მესის ტრანსფერის შემდეგ, დროა კრიშტიანუ რონალდუს გაფორმებაზეც იფიქრონ.

სხვა სტატიები