“ბარსელონას” და არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი შობას მშობლიურ როსარიოში ოჯახის წევრებთან ერთად ხვდება.
32 წლის ფეხბურთელის მეუღლე ანტონელა როკუზომ Instagram-ში მეუღლესთან და შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
“დიდი სიყვარულით გილოცავთ შობას” – წერს ანტონელა ფოტოზე, სადაც მისი ოჯახის წევრები სახალისო საშობაო კოსტიუმებში არიან გამოწყობილნი.
მესი ესპანეთში 2 იანვარს დაბრუნდება და ლა ლიგის მე-19 ტურის შეხვედრისთვის მოემზადება, სადაც მისი გუნდი “ესპანიოლს” დაუპირისპირდება. მატჩი 5 იანვარს შედგება.