Belive

ლიონელ მესი სკანდალში გაეხვა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების ლიდერი, ლიონელ მესი სკანდალში გაეხვა. მესის საქველმოქმედო ფონდის წინააღმდეგ არგენტინაში საქმე აღიძრა. ფონდს თაღლითობასა და გადასახადების დამალვაში სდებენ ბრალს. 2017 წლის მაისში სასამართლო ლიონელს და მამამისს, ხორხე მესის 22 თვით თავისუფლების აღკვეთა უფარდებდა. 2007 და 2008 წელს თაღლითურმა საქმემ 4.2 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო 2009 წელს 3.5 მილიონი. გავრცელებული ინფორმაციით, საქველმოქმედო ფონდი, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, სხვადასხვა ჰუმანიტარული პროექტების განსახორციელებლად, შემოწირულობებს იღებდა, მაგრამ ეს პროექტები, საბოლოოდ, არ განხორციელდა. შეგროვებული თანხა 2012-2014 წლებში, ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიების ანგარიშებზე გადაირიცხა.

სხვა სტატიები