Belive

ლიონელ მესი ზაქარია ბეგლარიშვილს გაუთანაბრდა

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლიონელ მესიმ სარეკორდო, რიგით მე-5 "ოქროს ბუცი" სულ რამდენიმე დღის წინ მიიღო და ამ ჯილდოს კიდევ ერთხელ მოგების სურვილით განაგრძობს წინსვლას.  "სელტასთან" გამართულ შეხვედრაში, მესიმ "ლა ლიგის" მიმდინარე გათამაშებაში მე-15 ბურთი გაიტანა და "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში 30 ქულა დააგროვა. მესი ჩემპიონატის ერთპიროვნული ბომბარდირია. არგენტინელი სუპერვარსკვლავი ამ მაჩვენებლით შვედეთში მოთამაშე პაულინიოსა და ესტონეთში მოთამაშე ქართველს, ზაქარია ბეგლარიშვილს გაუთანაბრდა. მის წინ ასევე ესტონეთში მოთამაშე ლილიუა, რომელსაც 31 ქულა აქვს. აქვე გეტყვით, რომ ესპანეთის ჩემპიონატში გატანილი ყოველი გოლი 2 ქულით ფასდება, შვედეთში - 1.5 ქულით, ხოლო ესტონეთში - 1 ქულით. აქედან გამომდინარე, მესის რეალური შანსია ქვს, რომ ყველას გადაუსწროს და მეექვსე "ოქროს ბუცი" მიიღოს. "ოქროს ბუცისთვის" მებრძოლთა საუკეთესო ოცეული კი ასე გამოიყურება: ლილიუ (ნომე კალჟუ), 31 გოლი, 31 ქულა. ზაქარია ბეგლარიშვილი (ფლორა), 30 გოლი, 30 ქულა. პაულინიო (ჰაკენი), 20 გოლი, 30 ქულა. ლიონელ მესი (ბარსელონა), 15 გოლი, 30 ქულა. პატრიკ ჰობანი (დანდალკი), 29 გოლი, 29 ქულა. მბაიე დიანე (ქასიმფაშა), 18 გოლი, 27 ქულა. რობერტ სკოვი (კოპენჰაგენი), 18 გოლი, 27 ქულა. რომან დებელკო (ლევადია), 27 გოლი, 27 ქულა. ლინუს ჰანელიუსი (სანდსვალი), 18 გოლი, 27 ქულა. პიონტეკი (ჯენოა), 13 გოლი, 26 ქულა. კილიან მბაპე (პსჟ), 13 გოლი, 26 ქულა. ემილიო სალა (ნანტი), 12 გოლი, 24 ქულა. ნიკოლას პეპე (ლილი), 12 გოლი, 24 ქულა. ლუკა იოვიჩი (აინტრახტი), 12 გოლი, 24 ქულა. პაკო ალკასერი (დორტმუნდი), 12 გოლი, 24 ქულა. პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი), 12 გოლი, 24 ქულა. ნიკოლაი კომლიჩენკო (მლადა), 15 გოლი, 22.5 ქულა. პაველ სავიცკი (ბრესტი), 15 გოლი, 22.5 ქულა. ნეიმარი (პსჟ), 11 გოლი, 22 ქულა. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) 11 გოლი, 22 ქულა.

სხვა სტატიები