Belive

ლიონელ მესიმ ბარსელონაში ივარჯიშა (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" კაპიტანმა ლიონელ მესიმ ახალ სეზონში გუნდში პირველად ივარჯიშა. 6 სექტემბერს 33 წლის სუპერვარსკვლავმა სახლში კორონავირუსის ინფექციის PCR ტესტი გაიკეთა, უარყოფითი პასუხი მიიღო და მისი მოედანზე დაბრუნება შესაძლებელი გახდა. კატალონიური გრანდი სოციალურ ქსელებში პირველ ფოტო და ვიდეო მასალას ავრცელებს.

FC Barcelona

FC Barcelona added a new photo - at Ciutat Esportiva FC Barcelona.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს არგენტინელს კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა სურდა, რაც ბოლო წლებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სავსებით ლოგიკური გახლდათ, თუმცა "ბარსას" ბოსებმა მას ამის ნება არ დართეს, გამოსასყიდი თანხის 700 მილიონი ევროს გადახდა კი შეუძლებელი აღმოჩნდა. შესაბამისად, 6 ოქროს ბურთის მფლობელი მშობლიურ კლუბში კიდევ სულ მცირე ერთ სეზონს გაატარებს - 2021 წლის ზაფხულში მას "ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტი ეწურება.

სხვა სტატიები