Belive

ლიონელ მესიმ დემბელეს წასვლა მოითხოვა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" კაპიტანი, ლიონელ მესი გუნდიდან უსმან დემბელეს წასვლის მომხრეა.  არგენტინელმა ფეხბურთელმა გუნდის ხელმძღვანელობას დემბელეს ნაცვლად "პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველის, ადრიენ რაბიოს შეძენა შესთავაზა. მესის თქმით, ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი "ბარსელონას" ვერ შეეწყო. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლიონელ მესი "ბარსელონას" ხელმძღვანელობას შემადგენლობის დალაგებისა და ტრანსფერების გაკეთების შესახებ ურჩევს. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დემბელესთან ერთად მოედანზე თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. ადრიენ რაბიოს შეძება კატალონიურ გრანდს ზაფხულშიც სურდა, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა. ზამთრის სატრანსფერი ფანჯარა თანდათან ახლოვდება და საინტერესოა მესის მოთხოვნა დაკმაყოფილდება თუ არა.

სხვა სტატიები