Belive

ლიონელ მესიმ პატარა ფანს ოცნება აუხდინა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიონელ მესი 2022/2023 წლების სეზონში, "პარი სენ-ჟერმენის" რიგებში, პირველ ტიტულს დაეუფლა. "პსჟ-მ" თელ-ავივში, "ბლუმფილდის სტადიონზე", "ნანტი" 4:0 დაამარცხა და საფრანგეთის სუპერთასის გამარჯვებულიც გახდა. მესიმ აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში გახსნა. დამახასიათებელი თავდაჯერებით ლიონელმა საჯარიმოში მეკარე მოატყუა და ცარიელ კარში ბურთი მშვიდად გაიტანა.

არგენტინელი ფებურთელი მთელი შეხვედრის მანძილზე გამორჩეული იყო და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტულიც დამსახურებულად მიიღო. გასულ საღამოს, მესიმ თავისი კლასი მოედნის გარეთაც აჩვენა გულშემატკივარს. ერთ-ერთ პატარა ფანს სუპერვარსკვლავთან ფოტოს გადაღება სურდა, თუმცა დაცვამ შეაჩერა. ლიონელმა ეს ყველაფერი შეამჩნია და მაშინვე მივიდა ბავშვთან სამახსოვრო ფოტოს გადასაღებად. სიკეთის ამ პატარა გამოვლინებით, არგენტინელმა ვარსკვლავმა, პატარა გულშემატკივარს დასამახსოვრებელი მომენტი აჩუქა, რომელიც მთელი ცხოვრება არ დაავიწყდება.  

სხვა სტატიები