Belive

ლიონელ მესიმ რაულის ბრწყინვალე რეკორდი გაიმეორა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, "პარი სენ-ჟერმენთან" წაგებულ (1:4) შეხვედრაში, ლიონელ მესიმ მორიგი რეკორდი დაამყარა. "ბარსელონას" კაპიტანმა შეხვედრის 27-წუთზე, 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გახსნა. ეს არგენტინელი სუპერვარსკვლავისთვის ტურნირზე გატანილი 119-ე გოლი გახლდათ, რომლითაც მან მადრიდის "რეალის" ლეგენდარული თავდამსხმელის, რაულ გონსალეს ბლანკოს რეკორდი გაიმეორა. საქმე ისაა, რომ 6 ოქროს ბურთის მფლობელმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გოლის გატანა ზედიზედ მე-17 კალენდრულ წელიწადს შეძლო - 33 წლის თავდამსხმელი 2005 წლის შემდეგ, მეტოქის კარის აღებას ყოველ წელიწადს ახერხებს. რაც შეხება ლეგენდარულ ესპანელს, მან 1995-2011 წლებში, ბურთის შეგდება ჩემპიონთა ლიგის ყველა სეზონში მოახერხა.

სხვა სტატიები