Belive

ლიონელ მესის ტრავმის შემდგომი პირველი ფოტოები გავრცელდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" კაპიტანი, ლიონელ მესი ტრავმის შემდეგ პირველად დააფიქსირეს. არგენტინელ ფეხბურთელს დაზიანებული ხელი შეხვეული აქვს. მესიმ ტრავმა შაბათს, 20 ოქტომბერს "სევილიასთან" შეხვედრაში მიიღო და ის მოედნიდან გაიყვანეს. შემდგომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი "ბარსელონას" 3 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ლიონელ მესი ოთხშაბათს, "ინტერთან" შეხვედრას და კვირას, 28 ოქტომბერს გასამართ "ელ კლასიკოს" გამოტოვებს. ინტერნეტში მესის რენტგენის ფოტოც გავრცელდა.

სხვა სტატიები