Belive

ლიონელ მესის წითელი ლენტის საინტერესო ამბავი

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლიონელ მესისა და წითელი ლენტის ურთიერთობა საკმაოდ საინტერესოა. არგენტინელი მას იღბალისთვის ხშირად ატარებს და ამისა გარდა, თანაგუნდლებსაც უზიარებს. ბოლოს აღნიშნული ლენტი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, გასახდელში მესის ფეხზე შეამჩნიეს. GMS-ის ცნობით, ის ტელეჟურნალისტმა რამა პანტაროტომ ფეხბურთელს ოთხი წლის წინ, რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე აჩუქა. ჟურნალისტმა მხიარულად აღნიშნა, რომ დედამისს მესი უფრო უყვარდა, ვიდრე ის. მისივე თქმით, დედამ აღნიშნული წითელი ლენტი იღბლის მოსატანად აჩუქა.

საინტერესოა, რომ ამ ლენტის მიღების შემდეგ, მესიმ 2018 წლის მსოფლიოზე, ნიგერიის წინააღმდეგ, საკმაოდ მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. მოგვიანებით, როგორც Barca Worldwide ამტკიცებს, მესიმ ლენტი თანაგუნდელებსაც გადასცა, რომლებსაც კარიერაში რთული ეტაპები ედგათ. ლენტი ფილიპე კოუტინიოს, ლაუტარო მარტინესის, როდრიგო დე პაულისა და პაულო დიბალას მკლავებზე შენიშნეს.

საინტერესოა, რომ ამავე ლენტით შენიშნეს არგენტინის ნაკრების მეკარე ემილიანო მარტინესიც, რომელმაც ფინალში ბოლო წუთზე უმნიშვნელოვანესი ბურთი მოიგერია და თერთმეტმეტრიანების სერიაში პენალტიც აიღო. ამ ყველაფრის შემდეგ, მარტინესს ტურნირის საუკეთესო მეკარის ტიტულიც გადასცეს. გავრცელდა ჭორები, რომ წითელი ლენტი მესიმ მის თანაგუნდელს ზუსტად პენალტების სერიის წინ გადასცა.

სხვა სტატიები