Belive

ლიონი - კრიშტიანუ რონალდუს ჯოჯოხეთი

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ,  7 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგა, 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩებით განახლდა. ტურინის "იუვენტუსმა" შინ 2:1 დაამარცხა "ლიონი", თუმცა ეს გამარჯვება ტურინელებს შემდეგი ეტაპის საგზურის მოპოვებისთვის არ ეყოთ. კრიშტიანუ რონალდუს დიდებული თამაშის და 2 გოლის მიუხედავად, "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგას ნაადრევად, 1/8 ფინალში გამოეთიშა. კრიშტიანუ რონალდუს კარიერაში 1/8 ფინალიდან გამოვარდნა მეორეა, პირველად იგი 2010 წელს მადრიდის "რეალის" რიგებში გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას ნაადრევად. ის გუნდი, რომელმაც 2010 წელს კრიშტიანუ რონალდუ  და სამეფო კლუბი სახლში გაისტუმრა, სწორედ "ლიონი" გახლდათ.  

სხვა სტატიები