Belive

ლიონი ლიგა 1-სგან სოლიდურ კომპენსაციას ითხოვს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლიონი" იმ ერთ-ერთ კლუბს შორისაა, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ განსაკუთრებით დააზარალა. საფრანგეთის ჩემპიონატის გასული სეზონი COVID-19-ის გამო ადრეულ ეტაპზე შეწყდა, რის გამოც ოლიმპიკელებს სერიოზული ფინანსური ზიანი მიადგათ. იმ დროს, როდესაც კორონავირუსმა მთელი მსოფლიო მოიცვა, "ლიონი" გათამაშების ცხრილში მე-7 პოზიციას იკავებდა. ეს ნიშნავს, რომ გუნდი, რომელიც გასული ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტია, ახალ სეზონში ევროტურნირების მიღმა დარჩა. "ლიონის" პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა ლიგა 1-სგან 117 მილიონ ევროს კომპენსაციას მოითხოვს. მისი თქმით, ეს ის თანხაა, რომელიც გუნდმა ჩემპიონატის გაუქმების გამო დაკარგა. საქმეზე სხვა დეტალები არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ კომპენსაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, "ლიონი" ფულს სატელევიზიო პაკეტებიდან მიიღებს, ამით კი უკმაყოფილონი სხვა წამყვანი ფრანგული კლუბები არიან.

სხვა სტატიები