Belive

ლიონი Vs. ბარსელონა (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე დღეს კიდევ ორი მერვედფინალური შეხვედრა გაიმართება. ლიონში ადგილობრივი "ლიონი" "ბარსელონას" უმასპინძლებს. "ლიონი" მიმდინარე სეზონში საკმაოდ კარგად გამოიყურება. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა. ის მხოლოდ "მანჩესტერ სიტის" ჩამორჩა. ფრანგებმა 8 ქულა დააგროვეს. აღსანიშნავია, რომ "ლიონს" თამაში არ წაუგია. გუნდმა 5 ფრე ითამაშა და 1 მატჩი მოიგო. გაიტანა 12 ბურთი და გაუშვა 11. რაც შეეხება საფრანგეთის "ლიგა 1"-ს, "ლიონი" მე-3 ადგილზეა. ლიდერ "პსჟ"-ს 16 ქულით ჩამორჩება და ჩემპიონობის შანსი არ აქვს. ბოლო 5 თამაშში გუნდმა 4 მოიგო, ხოლო 1 წააგო.  ბოლო ტურში 2:1 სძლია "გენგამს". მანამდე "ნიცასთან" 1:0 წააგო. 2:1 დაამარცხა "პსჟ", 0:1 მოუგო ამიენსს, ხოლო 2:1 სძლია "სენტ-ეტიენს". 25 ტურის შემდეგ გატანილი აქვს 40 ბურთი, ხოლო გაშვებული 28. "ბარსელონა" ბოლო პერიოდში არც ისე დამაჯერებელია. "ლა ლიგაში" გუნდმა ზედიზედ ორი შეხვედრა ვერ მოიგო. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კატალონიელებმა საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზეს და დიდი უპირატესობით პირველი ადგილი დაიკავეს. "ბარსელონამ" 14 ქულა დააგროვა. მოიგო 4 მატჩი, ხოლო 2 ფრედ დაასრულა და შესაბამისად, თამაში არ წაუგია. გაიტანა 14 ბურთი, ხოლო გაუშვა მხოლოდ 5. ესპანეთის "ლა ლიგაში" "ბლაუგრანას" სანერვიულოდ საქმე არ აქვს. უახლოეს მდევარ "ატლეტიკოს" 7 ქულით უსწრებს, ხოლო მოსისხლე მტერ "რეალს" 9 ქულით. ბოლო 5 თაამშში "ბარსამ" 3 მოიგო, ხოლო 2 ფრედ დაასრულა. ბოლო ტურში "ვალიადოლიდი" 1:0 დაამარცხა. მანამდე ვერ მოუგო სტუმრად "ბილბაოს". მატჩი 0:0 დასრულდა. "ნოუ კამპზე" ვერ სძლია "ვალენსიას". ის მატჩიც ფრედ 2:2 დამთავრდა. დაამარცხა ჟირონა 0:2, ხოლო 3:1 მოუგო "ლეგანესს". "ლა ლიგაში" გუნდს გატანილი აქვს 61 ბურთი, ხოლო გაუშვა 23. "ლიონი" და "ბარსელონა" დღევანდელ დაპირისპირებას დანაკლისით ხვდებიან. მასპინძლებს კაპიტანი, ნაბილ ფეკირი არ ეყოლებათ. ასევე არ იქნება გოუირი. საეჭვოა დენაიერისა და ნდომბელეს თამაშიც. რაც შეეხება "ბარსას", ნახევარმცველები არტური და რაფინია ტრავმის გამო ტოვებენ შეხვედრას. ასევე დაზიანება აქვს მცველს, ტომას ვერმაელენს და მეკარეს, იასპერ სილენსენს. საეჭვოა სამუელ უმტიტის მოედანზე ხილვა. "ლიონი" და "ბარსელონა" ევროტურნირებზე ერთმანეთს 6-ჯერ შეხვდნენ. სრული უპირატესობა კატალონიელთა მხარესაა. 4 მოგება "ბარსელონას", 2 ფრე და 0 მოგება "ლიონს". ბურთების შეფარდება 16:7-თან ესპანელთა სასარგებლოდ. ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 2009 წელს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შეხვდნენ. პირველი მატჩი საფრანგეთში 1:1 დასრულდა, ხოლო საპასუხო შეხვედრაში "ბარსელონამ" "ნოუ კამპზე" მეტოქე 5:2 გაანადგურა. დღევანდელი დაპირისპირება 23:59 საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ: https://www.belive.ge/fexburti/gavikhsenoth-bolo-urthierthshekhvedra-barselona-5-2-lioni-mimokhilva/

 

სხვა სტატიები