Belive

ლიონის გულშემატკივრები ითხოვენ, რომ მათმა მოთამაშეებმა მწვანე ბუცებით აღარ ითამაშონ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გასულ შეხვედრაში "ლიონი" "ტროას" დაუპირისპირდა, სადაც 4:1 გაიმარჯვა. შეხვედრაში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. ლიონელი გულშემატკივრები აპროტესტებდნენ, რომ მათი ფეხბურთელები მწვანე ბუცებით თამაშობდნენ.

საკუთარი პროტესტის გამოსახატად ფანებმა ბანერიც კი გამოფინეს, რომელზეც გამოსახული იყო მწვანე ბუცი წარწერით "პატივი ეცით ჩვენს ტრადიციებს".

Capture-33

საქმე იმაშია, რომ "ლიონის" მოსისხლე მტერი "სენტ-ეტიანია", რომელთა მთავარი ფერი მწვანეა. აქედან გამომდინარე ლიონელ გულშემატკივარს არ სურს, რომ მათ მტრებთან ასოცირდებოდნენ.

ფეხბურთელებისთვის ბუცების გამოცვლა ადვილი არ იქნება, რადგან მათ კომპანიასთან კონტრაქტები აქვთ გაფორმებული.

"ლიონის" მარჯვენა მცველმა გუსტომ, Adidas-ს შესთავაზა, რომ ახალი დიზაინის ბუცები შეექმათ, თუმცა, ნაკლებსავარაუდოა, რომ ეს მოხერხდეს.

სხვა სტატიები