Belive

ლიონის პრეზიდენტმა ჩემპიონთა ლიგის განახლების თარიღი დაასახელა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსის გამო ჩემპიონთა ლიგა დიდი ხანია გაჩერებულია. საუბრები მიდის იმის შესახებ, რომ ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი აგვისტოში უნდა განახლდეს. ამასთან დაკავშირებით "ლიონის" პრეზიდენტმა ჟან მიშელ ოლამ კომენტარი გააკეთა: "ჩემპიონთა ლიგა 7 აგვისტოს დაბრუნდება და ამ დღეს ჩემი კლუბი ტურინის "იუვენტუსის" წინააღმდეგ ითამაშებს. შეხვედრა მაყურებლების გარეშე ჩაივლის." ფრანგული კლუბებისთვის ლიგაზე თამაში გარკვეულწილად პრობლემატური იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ საფრანგეთის ლიგა 1 ოფიციალურად შეწყდა და სექტემბრამდე არ განახლდება. "ლიონს" და "პსჟ-ს" აგვისტომდე არცერთი თამაშის ჩატარება არ შეეძლებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბები სასურველ ფორმაში არ იქნებიან. შეგახსენებთ, რომ "ლიონმა" პირველ მერვედფინალურ დაპირისპირებაში, შინ ტურინის "იუვენტუსი" 1:0 დაამარცხა, რაც შეეხებათ პარიზელებს, მათ ორი მატჩის ჯამში "დორტმუნდის ბორუსიას" სძლიეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

სხვა სტატიები