Belive

ლიონმა სიტის მცველი დაიმატა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" მცველი, ჯეისონ დენაიერი კარიერას ფრანგულ "ლიონში" გააგრძელებს. "ლიონის" პრესსამსახურის თანახმად, ტრანსფერის ღირებულებამ 10 მილიონი ევრო შეადგინა (აქედან 3.5 მილიონი ევრო ბონუსს წარმოადგენს). "მანჩესტერ სიტიში" დენაიერს თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია. ფეხბურთელი "სიტიმ" 2014 წელს შეიძინა და მას შემდეგ ფეხბურთელს მუდამ იჯარის წესით ასხვისებდა. დენაიერმა იჯარის წესით "სანდერლენდსა" და "გალათასარაიში" ითამაშა და საბოლოოდ კარიერა საფრანგეთში გააგრძელა. ცნობილია, რომ 23 წლის ბელგიელი ლიონში 2022 წლამდე ითამაშებს. საინტერესოა, მოახერხებს თუ არა 4-წლიანი კონტრაქტის ფარგლებში ბელგიელი ცენტრალური მცველი ძირითადში ადგილის დაკავებას, სადაც მის კონკურენტებს არცთუ ძლიერი ფეხბურთელები - მარსელო და მბივა წარმოადგენენ.

სხვა სტატიები