Belive

ლიოვმა დაადასტურა - გერმანიის ნაკრებში სამი ლიდერი აღარ ითამაშებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იოახიმ ლიოვმა დაადასტურა - მატს ჰუმელსი, ჟერომ ბოატენგი, თომას მიულერი გერმანიის ნაკრებში აღარ იქნებიან გამოძახებულნი. ეს სამი მოთამაშე გერმანიის ნაკრებს 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა. "2019 წელი გერმანული ფეხბურთის ერაში ახალი ეპოქის დასაწყისია. ჩვენ ვაგრძელებთ წინა წელს დაწყებულ სვლას რაც ნაკრების განახლებას გულისხმობს. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო რომ მათთვის და "ბაიერნის" ხელმძღვანელობისთვის პირადად ამეხსნა თუ რაში იყო საქმე. მათ გერმანიის ნაკრებს ფასდაუდებელი დახმარება გაუწიეს. მაგრამ ეროვნული ნაკრები ყველაზე მნიშვნელოვანია ამიტომ მომავალზე უნდა ვკონცერტრირდეთ. დარწმუნებული ვარ რომ ეს სწორი ნაბიჯია რადგან წინ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის  შესარჩევი ეტაპია ეს კი იმას ნიშნავს რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მეტი ადგილი სჭირდება რომ სრულად განვითარდნენ."

სხვა სტატიები