Belive

Live.ge ევროპა ლიგის ფინალს ბაქოდან გააშუქებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ევროპა ლიგის ფინალს აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო მასპინძლობს. UEFA-ს ევროპა ლიგის ფინალი, რომელშიც "ჩელსი" "არსენალს" დაუპირისპირდება 29 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. UEFA-ს ევროპა ლიგის ფინალის გასაშუქებლად, Live.ge-მ UEFA-ს ოფიციალური მედია აკრედიტაცია მიიღო. 28 მაისიდან, Live.ge-ს გუნდი აქტიურად მოგაწვდით ფინალთან დაკავშირებულ ყველა საინტერესო ინფორმაციას. ქართველი, ადგილობრივი და ინგლისელი გულშემატკივრების კომენტარები, მატჩისწინა პერიპეტიები, მატჩის მსვლელობა, პრესკონფერენციები, "ჩელსისა" და "არსენალის" ვარსკვლავების მიერ გაკეთებული კომენტარები და მრავალი სხვა. თვალი ადევნეთ UEFA-ს ევროპა ლიგის ფინალს Live.ge-ზე.

სხვა სტატიები