Belive

Live.ge მანჩესტერის პრესცენტრს ესაუბრა - "ახალი მწვრთნელის ვინაობას მომდევნო კვირას გაიგებთ"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჟოზე მოურინიოს პოსტიდან გათავისუფლებას, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ვინაობასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა და ჭორი მოჰყვა. აღნიშნულთან დაკავშირებით Live.ge "მანჩესტერ იუნაიტედის" პრესცენტრს დაუკავშირდა და ოფიციალური ინფორმაცია მიიღო. -ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტს ზინედინ ზიდანი დაიკავებს. შეგიძლიათ თუ არა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება? -ამ ეტაპზე სპეკულაციებთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ. როგორც ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში კითხულობთ, გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აღარ არის. -შეგიძლიათ გვითხრათ, თუ როდის გავიგებთ ახალი მწვრთნელის ვინაობას? -ჯერჯერობით ზუსტად არ შეგვიძლია თქმა, შესაძლოა ეს იყოს მომდევნო კვირაში. ამ ეტაპზე, ჩვენ მომდევნო მატჩზე ვართ კონცენტრირებული.  

სხვა სტატიები