ლივერპულმა 24 წლის ბერძენი მცველი დაიმატა

მერსესაიდული გრანდი – “ლივერპული” 24 წლის ბერძენი მცველით, კოსტას ციმიკასით გაძლიერდა.

კოსტას ციმიკასი მარცხენა მცველია, რომელიც “ლივერპულში” “ოლიმპიაკოსიდან” $13 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა. მას ბერძნული გრანდის რიგებში 86 მატჩი აქვს ჩატარებული, ბერძენს ასევე ნათამაშები აქვს დანიურ “ესბერგსა” და ჰოლანდიურ “ტილბურგში”. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ციმისკასი დანიურ კლუბში ოთარ კაკაბაძის გუნდელი იყო.

როგორც იურგენ კლოპი ამბობს, ბერძენი მცველი მას ძალიან გამოადგება, რადგან მას ენდი რობერტსონის შემცვლელი არ ჰყავდა.

(26)

ლივერპულმა 24 წლის ბერძენი მცველი დაიმატა

სტატიის ავტორი
-