“ლივერპული”-“არსენალი”- ტიაგო ალკანტარა ბოლო ვარჯიშზე თავდაჯერებულობას ასხივებს

“ლივერპულმა” ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელის, ტიაგო ალკანტარას დამატება 25 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეძლო.

ესპანელი ფეხბურთელის დებიუტი ინგლისის ჩემპიონატში ლონდონში “ჩელსის” წინააღმდეგ მეორე ტაიმში შედგა.

ტიაგომ პირველსავე შეხვედრაში პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა: 45 წუთში 75 ზუსტი გადაცემა, ასეთი შედეგი აქამდე არავის ჰქონია.

მოსალოდნელია, რომ ესპანელი ნახევარმცველი 28 სექტემბერს გასამართ შეხვედრაში, სადაც “ლივერპული” “ენფილდზე” “არსენალს” უმასპინძლებს, თავიდანვე სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

პარასკევს ტიაგომ და მისმა თანაგუნდელებმა გასამართი შეხვედრის წინ ივარჯიშეს. ალკანტარა მთელი ვარჯიშის განმავლობაში თავდაჯერებულობას ასხივებდა. ვარჯიშზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რა ოსტატურად ფლობს ბურთს ალკანტარა.

ვარჯიშის ვიდეოში კარაგდ ჩანს, რა საოცარი შესაძლებლობები აქვს ესპანელს, ამ ფაქტს მისი თითოეული ბურთთან შეხება ამტკიცებს.

ტიაგოსთან ერთად “ლივერპულს” ამ სეზონში ტიტულის დაცვის რწმენა განუმტკიცდება.

იურგენ კლოპის შეგირდებმა ინგლისის ჩემპიონატი 2 მოგებით დაიწყეს, პირველ ტურში “ლიდს იუნაიტედი”, ხოლო მეორე ტურში “ჩელსი” დაამარცხეს. ახლა ლივერპული “არსენალთან” გასამართი შეხვედრისთვის ემზადება, სადაც ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.

(18)

“ლივერპული”-“არსენალი”- ტიაგო ალკანტარა ბოლო ვარჯიშზე თავდაჯერებულობას ასხივებს

სტატიის ავტორი
-