Belive

ლივერპული ბარსელონასთან ლიდერების გარეშე ითამაშებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, „ლივერპული“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონას“ დაუპირისპირდება. „ლივერპული“ მატჩს ლიდერების გარეშე ჩაატარებს. ტრავმების გამო მერსესაიდელებს მო სალაჰი და რობერტო ფირმინო ვერ დაეხმარებიან. „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ მას იმედი ჰქონდა ფირმინოს გამოჯანმრთელების, მაგრამ ბრაზილიელი ბოლომდე მზად ვერ იქნება. რაც შეეხება სალაჰს, ეგვიპტელი „ნიუკასლთან“ შეხვედრაში დაშავდა და გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს. შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირება სამშაბათს, 7 მაისს, 23:00 საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ: ბარსელონა 3:0 ლივერპული (მიმოხილვა)

სხვა სტატიები