Belive

ლივერპული კიდევ ერთ რეკორდს უახლოვდება 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპული" სულ მალე ისტორიაში პირველად პრემიერლიგის ტიტულს მოიგებს. ამჟამად, მერსისაიდულ კლუბს 73 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ, მოქმედ ჩემპიონ "მანჩესტერ სიტის" 22-ით უსწრებს. "წითლებს" სხვა ისტორიულ მიღწევებთან ერთად, კიდევ ერთი რეკორდის დამყარება შეუძლიათ. ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში სულ ორჯერ მოხდა, როცა გუნდმა ჩემპიონატი დასრულებამდე სულ მცირე 7 ტურით ადრე მოიგო: "პსჟ" 2015/16 წლების სეზონში 8 ტურით ადრე და ბაიერნი 2013/14 (7 ტური). ინგლისში, ასეთი რამ არასდროს მომხდარა, იმ შემთხვევაში კი, თუ უახლოეს ექვს შეხვედრას იურგენ კლოპის გუნდი გამარჯვებით დაასრულებს, ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდება. "ლივერპულს" შემდეგ ექვს ტურში "დიდი ექვსეულის" წარმომადგენლებთან დაპირისპირება არ უწევს, მერე კი "ქალაქელებს" შეხვდება.

სხვა სტატიები