Belive

ლივერპული, მანჩესტერ იუნაიტედი, ჩელსი - რომელია ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი?

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში, "ჩელსის" დამარცხების შემდეგ, "ლივერპულმა" კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის ძლევამოსილებას. მერსისაიდულმა გრანდმა საკუთარი ძლევამოსილება ნათლად წარმოაჩინა და პირად აქტივში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტიტული ჩაიწერა. მიმდინარე სეზონში, "ლივერპულმა" ინგლისის ლიგისა და ასოციაციის თასები მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მერსისაიდელებს კიდევ ორი ტიტულის მოპოვების შესაძლებლობა აქვთ. იურგენ კლოპის გაწვრთნილი გუნდი, "მანჩესტერ სიტისთან" საჩემპიონო ბატალიებშია ჩართული, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება. უმნიშვნელოვანესი ფინალის წინ, "ლივერპულს" 45 მოპოვებული თასი დაუგროვდა, რითიც ინგლისის ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის სტატუსი განიმტკიცა. მეორეადგილოსან "მანჩესტერ იუნაიტედს" 42 ტიტული აქვს მოპოვებული, ხოლო მესამე ადგილზე ლონდონის "არსენალი" იმყოფება (31).

სხვა სტატიები