Belive

ლივერპული-მანჩესტერ იუნაიტედის მატჩის გამო პრემიერლიგამ ასობით საჩივარი მიიღო 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

17 იანვარს, ინგლისის პრემიერლიგის მე -19 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდნენ - მატჩი უგოლოდ (0: 0) დასრულდა. კლასიკური ინგლისური დაპირისპირების დროს, პრემიერლიგის ხელმძღვანელებმა არაერთი საჩივრის წერილი მიიღეს. მომჩივანთა უმრავლესობას ის ადამიანები შეადგენდნენ, რომელთაც ფერების განსხვავება უჭირთ. საქმე ისაა, რომ მათ მეტოქე გუნდების მაისურების ერთმანეთის განსხვავება არ შეეძლოთ, ვინაიდან ისინი ერთმანეთს ძალიან ჰგავდა. "ენფილდზე" გამართულ დაპირისპირებაში მასპინძლები მოედანზე - წითელი, ხოლო სტუმრები მუქი მწვანე ფერის სამოსით გამოვიდნენ. "ეს ყოველთვის ხდება. ცოტა ხნის წინ იყო მატჩი "საუთჰემპტონი" - "შეფილდ იუნაიტედი", ახლა კი "ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი". კვირას, ჩვენი ორგანიზაციის მთელს ისტორიაში, ყველაზე მეტი პრეტენზია მივიღეთ ფორმის ფერის პრობლემასთან დაკავშირებით. ჩვენ მივიღეთ ასობით საჩივარი და მთელი დილა დავუთმეთ მათ დამუშავებას. ეს მართლაც საერთო პრობლემაა, დიდი პრობლემაა. საშუალოდ, 12-დან 1 ადამიანს აქვს ფერის ცნობის პრობლემა", - თქვა კეტრინ ოლბანი-ვორდმა, Color Blind Awareness-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მის სიტყვებს ESPN ციტირებს.

დალტონიზმი არის ადამიანის ხედვის მემკვიდრეობითი, შედარებით იშვიათად კი შეძენილი თვისება, რომელიც გამოხატულია შემცირებული უნარით ან სრული შეუძლებლობით, დაინახოს ან განასხვავოს ყველა ან ზოგიერთი ფერი.

სხვა სტატიები