Belive

ლივერპული მზადაა, ნუნიესის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადოს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ურუგვაის ეროვნული ნაკრებისა და ლისაბონის ,,ბენფიკას'' თავდამსხმელით, დარვინ ნუნიესით ,,ლივერპული'' და ,,მანჩესტერ იუნაიტედი'' ინტერესდებიან. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, ,,მერსისაიდელები'' მზად არიან, 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადონ. ფორვარდის აგენტს უკვე ,,წითელი ეშმაკებიც'' დაუკავშირდნენ. ნუნიესი ,,ბენფიკაში'' 2020 წელს ,,ალმერიადან'' გადავიდა. ურუგვაელმა გასულ სეზონში ლისაბონური კლუბის მაისურით ჩატარებულ 41 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ,,ლივერპულის'' კარის აღება ორჯერ შეძლო.


სხვა სტატიები