Belive

ლივერპული : ნაპოლი (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
Uefa-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის პირველი სათამაშო დღე გაიმართება. A, B, C და D ჯგუფებში ყველა მერვედფინალისტის ვინაობა გაირკვევა. შესაძლო რვიდან 5 მერვედფინალისტი ცნობილია. დანარჩენი სამი კი ურთულეს და უმნიშვნელოვანეს თამაშებში გამოვლინდება. დღევანდელი სათამაშო დღის გამორჩეული შეხვედრა C ჯგუფში გაიმართება, სადაც "ლივერპული" "ნაპოლის" უმასპინძლებს. "ლიბერპული" 6 ქულით ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს. პირველ ადგილოსან "ნაპოლის" 3 ქულით, ხოლო "პსჟ"-ს 2 ქულით ჩამორჩება. დღეს სწორედ "ნაპოლის" უმასპინძლებს და "ენფილდ როუდი" წითლად კიდევ ერთხელ შეიღებება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ თუ მერსესაიდელები მეტოქეს 1:0 დაამარცხებენ, მერვედფინალის საგზურს მოიპოვებენ, ხოლო სხვა ნებისმიერი ერთბურთიანი სხვაობის შემთხვევაში შემგომ ეტაპზე იტალიური გუნდი გავა. "ლივერპული" "პრემიერლიგაში" პირველ ადგილზეა. მეორეზე მყოფ "სიტის" მხოლოდ 1 ქულით უსწრებს. ბოლო 5 შეხვედრაში მერსესაიდელებმა ყველა მოიგეს. 0:4 გაანადგურეს "ბორნმუთი", 1:3 სძლიეს "ბარნლის". მერსესაიდულ დერბიში 1:0 მოუგეს "ევერტონს". დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმეს სტუმრად "უოტფორდთან" 0:3, ხოლო 2:0 მოუგეს "ფულემს". ჩემპიონთა ლიგაზე კი გუნდმა  5-დან 3 წააგო და 2 მოიგო. აღსანიშნავია, რომ სტუმრად ჩატარებული სამივე თამაში დათმეს. გატანილი აქვთ 8, ხოლო გაშვებული 7. ასეთ სიტუაციაში "ლივერპულმა" საკუთარი თავი თავად ჩაიგდო. ახლა კი "ნაპოლისთან" აუცილებლად მოსაგები აქვს შეხვედრა. "ნაპოლი" მიმდინარე სეზონში სტაბილურად კარგად თამაშობს. იტალიის "სერია ა"-ში გუნდი მეორე პოზიციაზეა და პირველ ადგილზე მყოფ "იუვენტუსს" 8 ქულით ჩამორჩება. ბოლო 5 შეხვედრაში ნეაპოლელებმა 4 მოიგეს, ხოლო 1 ფრედ დაასრულეს. ბოლო ტურში 4:0 გაანადგურეს "ფროსინონე". 1:2 მოუგეს "ატალანტას". ასეთივე ანგარიშით სძლიეს სტუმრად "ჯენოას", ხოლო 5:1 გაანადგურეს "ემპოლი". ერთი ფრე გუნდმა აუტსაიდერ "კიევოსთან" 0:0 ითამაშა. ჩემპიონთა ლიგაზე კარლო ანჩელოტის მომზადებული გუნდი პირველ ადგილზეა, თუმცა განაღდებული არაფერი აქვს. როგორც აღვნიშნეთ, ამ ჯგუფში ყველაფერი შესაძლოა თავდაყირა დადგეს. ჯერჯერობიტ ნეაპოლელებს წაგება არ აქვთ. 5 თამაშიდან მოიგეს 2, ხოლო ფრედ დაასრულეს 3. გაიტანეს 7 ბურთი, ხოლო გაუშვეს 4. ურთიერთშეხვედრებში სრული თანაფარდობაა. 3 ჩატარებული შეხვედრიდან 1 მოიგო "ლივერპულმა", 1 "ნაპოლიმ", ხოლო ერთიც ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება 3:2 თან ინგლისელთა სასარგებლოდ. მიმდინარე სეზონში ეს გუნდები მეორე ტურში შეხვდნენ ერთმანეთს და "ნაპოლიმ" საკუთარ კედლებში მინიმალური სხვაობით, 1:0 მოუგო "ლივერპულს". დანაკლისი ექნება ორივე გუნდს, თუმცა უმნიშვნელო. ინგლისელებს ნათან კლაინი, ოქსლეიდ ჩემბერლენი და ჯო გომესი არ ჰყავთ. რაც შეეხებათ ნეაპოლელებს, მათ ვლად ჩირიჩესი და სიმონე ვერდი გამოაკლდათ. "ლივერპულისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები