Belive

ლივერპული Nike-სთან რეკორდულ კონტრაქტს გააფორმებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავრცელებული ინფორმაციით, ლივერპული რეკორდული კონტრაქტის გაფორმების ზღვარზეა. მერსისაიდული გრანდი სპორტული ეკიპირების მწარმოებელ კომპანია Nike-სთან კოლოსალურ კონტრაქტს აფორმებს, რის შედეგადაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ჰეგემონია დასრულდება. წყაროს მტკიცებით, მერსისაიდულ გრანდსა და Nike-ს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და მხარეები უახლოეს მომავალში ხელშეკრულებას გააფორმებენ. დღემდე, ინგლისის პრემიერლიგაში ყველაზე ძვირადღირებული კონტრაქტი "მანჩესტერ იუნაიტედსა" და Adidas-ს შორის არის გაფორმებული, რომლის მიხედვითაც "წითელი ეშმაკები" £750 მილიონს იღებენ. "ლივერპულსა" და Nike-ს შორის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მერსისაიდული გრანდი £760 მილიონს მიიღებს, რაც "ბარსელონასა" და "რეალის" შემდეგ ყველაზე მაღალანაზღაურებადი იქნება. "ბარსელონასა" და Nike-ს შორის 2018 წელს გაფორმებული 10 წლიანი კონტრაქტის თანახმად, "ბლაუგრანა" წელიწადში £100 მილიონს იღებს. 2015 წელს, "რეალმა" Adidas-სთან გააფორმა 10 წლიანი კონტრაქტი, რომლის თანახმადაც წელიწადში £98 მილიონს გამოიმუშავებს. შეგახენებთ, "ლივერპულს" New Balance-სთან 2019/20 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს კონტრაქტი. New Balance-სგან მერსისაიდული გრანდი წელიწადში £45 მილიონს იღებს.

სხვა სტატიები