Belive

ლივერპული პრემიერ ლიგის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენასთანაა ახლოს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჰარვი ელიოტისათვის გაჩაღებულ ბრძოლაში "ლივერპული" დაწინაურდა. 16 წლის ჰარვი ელიოტის გაფორმებას "ლაიფციგი", "პსჟ" და "რეალი" ცდილობდნენ, თუმცა ბრიტანული წყაროების მტკიცებით - ჰარვი ელიოტის მომდევნო კლუბი "ლივერპული" იქნება. 16 წლის ჰარვი ელიოტი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც პრემიერ ლიგის შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ელიოტმა 2018/19 წლების სეზონის პრემიერ ლიგაში "ფულჰემი" "ვულვზის" დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა - იმ დროისათვის იგი 16 წლისა და 30 დღის იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ჰარვი ელიოტი "ლივერპულის" მეორე ახალწვეული გახდება. მერსისაიდელებმა სეპ ვან დენ ბერგი უკვე გაიფორმეს. აღსანიშნავია, რომ ბრიტანული კანონმდებლობის თანახმად, ელიოტი "ლივერპულთან" პროფესიული კონტრაქტის გაფორმებას 17 წლამდე ვერ შეძლებს.

სხვა სტატიები