Belive

ლივერპული პრემიერლიგის რეკორდის დამყარების ზღვარზეა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იურგენ კლოპის მეთაურობით, "ლივერპული" ბრწყინვალე სეზონს ატარებს. მერსისაიდულმა გრანდმა ინგლისის პრემიერლიგის სასტარტო 6 შეხვედრაში მოიპოვა გამარჯვება, რითიც სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. პრემიერლიგის სტარტზე ზედიზედ 6 გამარჯვების შემდეგ, მერსისაიდელებმა საკუთარი რეკორდი უკვე გააუმჯობესეს, მაგრამ პრემიერლიგის რეკორდის დამყარებამდე კიდევ 1 გამარჯვება აშორებთ. 29 სექტემბერს, "ჩელსის" დამარცხების შემთხვევაში, "ლივერპული" ზედიზედ მე-7 გამარჯვებას იზეიმებს და ინგლისის პრემიერლიგის რეკორდსმენი გახდება. პრემიერლიგის საუკეთესო მაჩვენებლად 6 გამარჯვება ითვლება, რაც დღემდე მხოლოდ ოთხმა კლუბმა მოახერხა. ("ნიუკასლი", "მანჩესტერ სიტი", "ჩელსი", "ლივერპული").

სხვა სტატიები