Belive

ლივერპული პსჟ-ს ვარსკვლავით ინტერესდება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპული" ადრიენ რაბიოს შეძენას ცდილობს. ბრიტანული და ფრანგული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მერსისაიდული გრანდის წარმომადგენლებმა, პოტენციური ტრანსფერის თაობაზე უკვე მიმართეს პარიზელებს. წყაროს მტკიცებით, "ლივერპული" ზაფხულში შეეცდება რაბიოს გაფორმებას. მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, იურგენ კლომპა, ფაბინიოსა და ნაბი კეიტას შეძენით უკვე გააძლიერა "ლივერპულის" ნახევარდაცვა - თუმცა მერსისაიდელებს ამბიციური გეგმები აქვთ, რომლის განსახორციელებლად რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავენ. 23 წლის ფრანგი ნახევარმცველი, "პსჟ"-ს შემადგენლობაში 2013 წლიდან ირიცხება. ამ დროის მანძილზე, რაბიომ 137 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 12 გოლის გატანაც შეძლო. ცნობილია რომ ადრიენ რაბიო "ლივერპულს" გულშემატკივრობს. აღნიშნულის შესახებ, მან უკვე ისაუბრა რადიო RMC-ისთან და დასძინა, რომ პრემიერლიგაში თამაში მისთვის დიდი პატივი იქნება.

სხვა სტატიები