Belive

ლივერპული შესაძლოა ერთ-ერთმა ლიდერმა დატოვოს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სეზონის დასრულების შემდეგ, "ლივერპული" შესაძლოა ერთ-ერთმა ლიდერმა, ჟორჟინიო ვეინალდუმმა დატოვოს. 29 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში იწურება, ამ დრომდე კი მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე არ შეთანხმებულან. თუ ზაფხულამდე არაფერი შეიცვლება, ჰოლანდიელი მერსესაიდული კლუბის რიგებს დატოვებს, მას შეთავაზებები ესპანეთიდან და იტალიიდან აქვს. თუ შეთანხმება არ მოხერხდება, მაშინ დაინტერესებულ მხარეებს მსუყე თანხის გადახდა მოუწევთ, ვინაიდან ჯინი წითლების ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა და მას იურგენ კლოპი მარტივად არ შეელევა. ვეინალდუმი "ლივერპულში" 2016 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ 166 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. მან ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.  

სხვა სტატიები