ლივერპული ცენტრალურ მცველს კონტრაქტს უხანგრძლივებს 

BBC-ის ინფორმაციით, “ლივერპულის” ხელმძღვანელობა დეიან ლოვრენთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.

მერსისაიდული კლუბის მესვეურები ცენტრალურ მცველთან ხელშეკრულების კიდევ 2 წლით გახანგრძლივებას გეგმავენ. ოღონდ, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ხორვატი ფეხბურთელი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბს ვერ დატოვებს.

იურგენ კლოპის გუნდში არსებული კონკურენციის პირობებში, 31 წლის უკანახაზელისთვის ძირითად შემადგენლობაში ადგილი აღარ რჩება და ის ვირჯილ ვან დაიკის, ჯო გომესისა და ჟოელ მატიპის შემდეგ, ამ პოზიციაზე მეოთხე არჩევანად განიხილება.

ლოვრენი “წითლებს” 2014 წელს, “საუთჰემპტონიდან” შეუერთდა, გუნდში 185 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა, 5 საგოლე გადაცემა გააკეთა და პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა, სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი ძალაში კიდევ ერთი წელი იქნება.

(14)

ლივერპული ცენტრალურ მცველს კონტრაქტს უხანგრძლივებს 

სტატიის ავტორი
-