Belive

ლივერპული Vs. ბაიერნი (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის ერთ-ერთ გამორჩეულ შეხვედრაში "ლივერპული" "ბაიერნს" დაუპირისპირდება. ინგლისური და გერმანული გრანდების დაპირისპირება მსოფლიოს მასშტაბით უდიდეს ინტერესს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდი სოლიდური დანაკლისით ხვდება მატჩს - გულშემატკივარს განსაკუთრებული სანახაობის მოლოდინი აქვს. იურგენ კლოპის თავისტკივილი გუნდის ლიდერისა და დაცვის ბურჯის, ვირჯილ ვან დაიკის არყოფნაა. მერსისაიდელთა ჰოლანდიელი მცველი მატჩს ყვითელი ბარათების გამო ტოვებს. "ლივერპულს" ტრავმის გამო დააკლდება ჯო გომესი და აგრეთვე საეჭვოა დეიან ლოვრენის თამაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, "ლივერპულის" დაცვის ცენტრში შესაძლოა ფაბინიო ვიხილოთ. შაჩირიმ და ვეინალდუმმა ვარჯიში განაახლეს და დიდი ალბათობით მოედანზე გასვლას შეძლებენ. "ბაიერნს" დანაკლისის მხრივ საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს. ტომას მიულერი წითელი ბარათის გამო ვერ შეძლებს "ენფილდზე" თამაშს. მიღებული ტრავმის გამო "ბაიერნს" ტოლისო დააკლდება. აგრეთვე საეჭვოა რობენის, რიბერისა და კომანის მოედანზე ხილვა. ორ გუნდს შორის გამართული ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა "ლივერპულის" სასარგებლოდ მეტყველებს. აგრეთვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ევროტურნირებზე მერსისაიდელები "ენფილდზე" 19 მატჩია დაუმარცხებლად ასპარეზობენ. საინტერესო ფაქტები მატჩის შესახებ
  • "ლივერპულსა" და "ბაიერნს" შორის ევროტურნირებზე გამართული უკანასკნელი 7 შეხვედრიდან მხოლოდ 1 დასრულდა "რეკორდმაისტერის" გამარჯვებით. 2 შეხვედრაში "ლივერპულმა" გაიმარჯვა, 4 მატჩი კი ფრედ დასრულდა. 
  • ევროტურნირებზე, ორი გრანდი უკანასკნელად 2001 წელს დაუპირისპირდა ერთმანეთს. უეფას სუპერ თასის მატჩი "ბაიერნის" მარცხით, ანგარიშით 2:3 დასრულდა.
  • "ბაიერნს" "ენფილდზე" გოლი არასდროს გაუტანია. (3 მატჩი)
  • ევროტურნირებზე, "ენფილდზე" ჩატარებულ უკანასკნელ 19 შეხვედრაში "ლივერპულმა" 14 გამარჯვება მოიპოვა, 5 მატჩი კი ფრედ დაასრულა. 
  • ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, გასვლაზე ჩატარებული უკანასკნელი 8 მატჩიდან "ბაიერნმა" 6 მოიგო, 2 კი ფრედ დაასრულა. 

ასევე იხილეთ: "ბაიერნი" 0:3 "ლივერპული" (აუდის თასი/მიმოხილვა)

სხვა სტატიები