Belive

"ლივერპულის ახლა განსჯა სამართლიანი არ არის" - იურგენ კლოპი

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ზედიზედ მეორე მატჩია, იურგენ კლოპი და მისი ფეხბურთელები პრემიერ ლიგაში მარცხდებიან. გარდა ამისა, მათ ბოლო 12 შეხვედრაში მხოლოდ 4 მოგება აქვთ. გულშემატკივრები მერსისაიდელებით უკმაყოფილონი არიან, რადგან "ენფილდის" მკვიდრები იმ ფეხბურთს ვერ აჩვენებენ, რომელსაც ფანები მიაჩვია. ამ ყველაფრის ფონზე, იურგენ კლოპმა თქვა, რომ მისი გუნდის ახლა განსჯა უსამართლობაა.

კითხვაზე, იწყებს თუ არა "ლივერპული" დაღმასვლას, კლოპმა ასეთი პასუხი გასცა: "დასკვნების გამოტანა მოაგვიანებით ან სულაც, სეზონის ბოლოს აჯობებს."

"ამ მომენტში გუნდის განსჯა 100 პროცენტით უსამართლოა. უკვე დიდი ხანია მოედანზე ოპტიმალური შემადგენლობით ვერ გამოვდივართ. შეტევის წინა ფლანგზე კლასი გვაკლია. თამაშიდან თამაშამდე გარკვეულ საკითხებში ცვლილებები შეგვაქვს, თუმცა, ამას შედეგი არ მოაქვს. იგივე მდგომარეობაა ნახევარდაცვაშიც. ასეთი სიტუაციაა მოედნის თითქმის ყველა ნაწილში. ჩვენ საკუთარი თავისგან უფრო მეტს ველით."

შემდეგი შეხვედრა "ლივერპულს" ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლის" წინააღმდეგ ელის. ამჟამად A ჯგუფის ლიდერი სპალეტის კლუბია, რომელიც დაუმარცხებელია და 15 ქულით პირველ ადგილზე მყარად დგას. იმისათვის, რომ მერსისაიდელები 1/8 ფინალში პირველი ადგილით გავიდნენ, ნეაპოლელები 4 ბურთის სხვაობით უნდა დაამარცხონ. ინგლისურ-იტალიური დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით, 23:55 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები