Belive

ლივერპულის დიდი დანაკლისი - ჰენდერსონის ტრავმის სირთულე ცნობილია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ლივერპულის ერთ-ერთი ძირითადი ბირთვი - ჯორდან ჰენდერსონი ტრავმის გამო 2 თვე ვერ ითამაშებს.

ჰენდერსონმა ტრავმა, პრემიერ ლიგის 25-ე ტურში, მერსესაიდულ დერბიში მიიღო, რის გამოც მან მოედანი ნაადრევად, 30-ე წუთზე დატოვა და მის მაგივრად მოედანზე ნათანიელ ფილიპსი შემოვიდა. ამ ტრავმის გამო მას ოპერაციის გაკეთება მოუწია. როგორც Bleacher Reports-ი უწყება, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა "ლივერპულმა" დაადასტურა, რომ მინიმუმ აპრილამდე მისი მოედანზე დაბრუნება შეუძლებელი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰენდერსონი პრემიერ ლიგის რამდენიმე მატჩსა და სანაკრებო შეკრებას გამოტოვებს.  

სხვა სტატიები