Belive

ლივერპულის დომინირება შოტლანდიაში | რეინჯერსი ბოლო ადგილზე რჩება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა "აიბროქსზე", სადაც "რეინჯერსმა" "ლივერპულს" უმასპინძლა და პირნათლად დაიჩაგრა.

მატჩი მასპინძელთა გოლით დაიწყო, თუმცა, ეს მერსისაიდელებისთვის დიდად შემაშინებელი არ აღმოჩნდა და ფირმინომ მალევე აღადგინა წონასწორობა. ამის შემდეგ, ინგლისელებმა მეტოქეს 6 უპასუხო გოლი გაუტანეს და საბოლოო ანგარიში 1:7 დააფიქსირეს.

ამ გამარჯვებით "ლივერპულმა" მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და A ჯგუფში 9 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.

აღნიშნული მატჩი გამორჩეული იყო მო სალაჰისთვის, რომელმაც მისი 41-ე ჩემპიონთალიგური გოლი გაიტანა. გარდა ამისა, ეგვიპტელმა სამი გოლი გაიტანა და ყველაზე პრესტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირის რეკორდსმენიც გახდა. "ფარაონმა" ამ ყველაფრის შესრულება 5 წუთში შეძლო, რითიც ბაფეტიმბი გომისის შედეგი გააუმჯობესა.

"ლივერპული" მომავალ პრინციპულ შეხვედრას კარგ ხასიათზე შეხვდება. მათი მეტოქე პრემიერ ლიგის შემდეგ ტურში "მანჩესტერ სიტი" იქნება.

სხვა სტატიები