Belive

ლივერპულის გულშემატკივრებს ეშლი ბარნსის იმედი აქვთ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" ფანებს "ბარნლის" შემტევის, ეშლი ბარნსის იმედი აქვთ. პრემიერ ლიგის 36-ე ტურის შეხვედრაში "ბარნლი" "მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება. საჩემპიონო რბოლაში ჩართული "მანჩესტერ სიტის" დამარცხება "ტოტენჰემმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ვერ შეძლეს - თუმცა "ლივერპულის" ფანებს იმედი აქვთ, რომ "ბარნლი" გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდისათვის ქულების ართმევას შეძლებს. მერსისაიდული გრანდის ქომაგებმა Twitter-ზე კამპანია წამოიწყეს, რომლის მიხედვითაც საკუთარი პროფილის ფოტოდ ეშლი ბარნსის სურათი დააყენეს. კამპანიაში უამრავი "სკაუზერი" ჩაერთო.
შეგახსენებთ, პრემიერ ლიგის 35 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს 89 ქულით "მანჩესტერ სიტი" უდგას სათავეში. მეორე ადგილოსან "ლივერპულს" კი 88 ქულა აქვს დაგროვებული.

სხვა სტატიები