Belive

ლივერპულის ლეგენდას კორონავირუსი დაუდგინდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მერსისაიდული გრანდის საკულტო ფიგურას - კენი დალგლიშს კორონავირუსი დაუდგინდა. გავრცელებული ინფორმაციით, 69 წლის დალგლიში საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. "მიუხედავად იმისა, რომ დალგლიშს ინფექციის არანაირი სიმპტომები არ გააჩნდა მას კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა. ჩატარებულმა ტესტირებამ COVID-19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა", - აღნიშნულია ოფიციალურ მოხსენებაში. "ლივერპულის" ლეგენდის გამხნევება სტივენ ჯერარდმა, ჯეიმი კარაგერმა და იან რაშმა სცადეს. სამივე მათგანმა დალგლიშს მხარდაჭერა გამოუცხადა და მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

სხვა სტატიები