Belive

ლივერპულის ფანები გენკის ნაცვლად გენტში ჩავიდნენ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში "გენკი" "ლივერპულს" დაუპირისპირდა. მერსისაიდული გრანდის ორი გულშემატკივარი შეცდომით გენკის ნაცვლად გენტში ჩავიდა. ორმა მამაკაცმა საკუთარი შეცდომა მატჩის დაწყებამდე 30 წუთით ადრე გაიაზრა, როდესაც გენტის ქუჩებში "გენკის" სტადიონს ეძებდნენ. საბოლოოდ, ფანები იძულებული გახდნენ "ლივერპულის" მატჩისათვის ტრიბუნის ნაცვლად პაბში ეყურებინათ. აღნიშნული ინციდენტი უყურადღებოდ არ დარჩენია საფეხბურთო კლუბ "გენტს". Twirrer-ის ოფიციალური გვერდის მეშვეობით, "გენტმა" ორი ბრიტანელი მამაკაცი მომდევნო დღეს, ევროპა ლიგის ეგიდით გასამართ მატჩზე დაპატიჟა, რომელშიც "გენტი" "ვოლფსბურგს" დაუპირისპირდა.
Untitled

ასევე იხილეთ: გენკი 1:4 ლივერპული (მიმოხილვა)

სხვა სტატიები