Belive

ლივერპულის ფანების ამაღელვებელი საქციელი (ვიდეო)

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ ტურში, "ლივერპული" საშინაო მოედანზე "ნაპოლის" დაუპირისპირდა, ინგლისურ გუნდს 1:0 ან ორბურთიანი სხვაობით გამარჯვება ესაჭირეობოდა, რათა შემდეგ ეტაპზე გასულიყო. მატჩი ანგარიშით 1:0 დასრულდა, ერთადერთი გოლი მერსისაიდელთა 11-მა ნომერმა, მო სალაჰმა გაიტანა, რა დროსაც ოპერატორებმა საინტერესო ფაქტი დააფიქსირეს. მაიკ კერნი, რომელიც მხედველობის პრობლემით დაიბადა, ბავშვობიდან "ლივერპულის" გულშემატკივარია, მიუხედავად იმისა რომ იგი თითქმის ვერ ხედავს თუ რა ხდება მოედანზე, ყოველთვის მიდის სტადიონზე და განწყობითა და ხმაურით ხვდება მოედანზე მიმდინარე მოვლენებს. სალაჰის გოლის შემდეგ კი, მის გვერდზე მდგომმა მეორე გულშემატკივარმა, მას სიტყვიერად აუხსნა თუ როგორი გოლი გაიტანა ეგვიპტელმა ფეხბურთელმა. აღსანიშნავია, რომ "ლივერპულის" სტადიონზე სხვა გუნდების მსგავსად, შესაძლებელია მოითხოვო ყურსასმენი, რათა მატჩის კომენტატორს უსმინო, თუმცა მაიკ კერნს ურჩევნია ატმოსფერო შეიგრძნოს და ისე უგულშემატკივროს თავის საყვარელ გუნდს.

სხვა სტატიები