Belive

ლივერპულის ფანმა ადრიანს ტრავმა მიაღებინა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ალისონის ტრავმის შემდეგ, "ლივერპული" კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. გუნდის ახალწვეულმა, ადრიანმა, რომელიც მერსისაიდელებმა სიმონ მინოლეს შემცვლელად და მეორე მეკარედ შეიძინეს - კოჭის ტრავმა მიიღო. UEFA-ს სუპერთასის ფინალში, "ლივერპულმა" "ჩელსი" პენალტების სერიაში დაამარცხა. ტამი აბრაჰამის მიერ შესრულებული გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი დარტყმა ადრიანმა მოიგერია და "ლივერპულს" გამარჯვება მოუპოვა. მატჩის დასრულების შემდეგ, "ლივერპულის" ფეხბურთელები გამარჯვებას აღნიშნავდნენ რა დროსაც ერთ-ერთმა ფანმა მოედანზე შეჭრა სცადა და ადრიანს ტრავმა მიაღებინა. მოედანზე შეჭრილი "ლივერპულის" ფანი, რომელიც ფეხბურთელებისკენ გაიქცა, სტიუარდებმა წააქციეს რა დროსაც მისი ფეხი ადრიანს კოჭში მოხვდა. მიღებული ტრავმის გამო, ადრიანმა შესაძლოა "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ გასამართი მატჩი გამოტოვოს.

სხვა სტატიები