Belive

ლივერპულის ფარული მარგალიტი, სი სენიორ!  

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
"ლივერპულს" წაგება დაავიწყდა. იურგენ კლოპის იმპერიული გუნდი ინგლისის პემიერლიგაში 40 შეხვედრაა არ დამარცხებულა (ერთ კალენდრულ წელიწადზე მეტი დრო) და ჟოზე მოურინიოს "ჩელსის" სარეკორდო შედეგი გაიმეორა. წითლები "არსენალის" დღემდე ხელშეუხებელ ბრწყინვალე რეკორდსაც უახლოვდებიან - 49 მატჩი მარცხის გარეშე. უდიდესი ალბათობით, გერმანელი მესაჭის მონსტრი მანქანა ამ მიღწევასაც გაიმეორებს - წინ 9 მატჩია და აქედან არცერთი დიდი ექვსეულის წარმომადგენელ გუნდთან. მეტოქე, რომელსაც წინააღმდეგობის გაწვეა შეუძლია? "მანჩესტერ სიტი". თუმცა, გვარდიოლას გუნდი 16 ქულით უკანაა და გარდა იმ შემთხვევისა თუ მერსისაიდელთა 14 ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე აღარ ითამაშებს, მათ დაწევას ვეღარ მოახერხებს. კლოპის მანქანაში თითოეული ფეხბურთელის როლი უმნიშვნელოვანესია. სასტარტო თერთმეტეულში, აბსოლუტურად ყველა წევრს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მაგრამ რობერტო ფირმინოს როლი გაცილებით მეტ დაფასებას იმსახურებს. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმ ტიპის ფეხბურთელზე, რომელიც ყოველწლიურად პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირთა შორის ტრიალებს და ლიონელ მესისთან ოქროს ბუცზე პრეტენზიას აცხადებს, მაგრამ ეს ის ადამიანია, რომელმაც "ლივერპულისთვის" ყველაზე მეტი გამარჯვების მოტანა მოახერხა. ყველა იმ შავ სამუშაოს თავი რომ დავანებოთ, რომელსაც ბრაზილიელი ფეხბურთელი მოედანზე ასრულებს, მხოლოდ მის მიერ გატანილი გოლების მნიშვნელობას გადავხედოთ. ბრაზილიის ნაკრების 28 წლის ფორვარდმა ამ სეზონში საკლუბო დონეზე 10 გოლის გატანა მოახერხა, მათი უმეტესობა კი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.
No description available.
ფირმინოს მხოლოდ გადამწყვეტი გოლები გააქვს  "ლივერპულმა" ბოლო მატჩი "ვულვზთან" მოიგო, 84-ე წუთამდე ფრე ფიქსირდებოდა, ჯორდან ჰენდერსონის გადაცემის შემდეგ რობერტო ფირმინოს გამოხმაურებამ კი წითლებს სამი ქულა მოუტანა. ფირმინოს ამ სეზონში "ენფილდზე" არ გაუტანია, თუმცა სტუმრად ყოფნისას მასპინძლების დამწუხრებას არ ერიდება. ბრაზილიელს განსაკუთრებით ლონდონი მოსწონს, მისი გოლებით "ლივერპულმა" "ჩელსის" და "არსენალს" სძლია, შესაბამისად 2:1 და 1:0. პრემიერლიგის ისტორიაში ერთი გუნდის მიერ მეორეზე განსაკუთრებული დომინაციის ერთ-ერთი ფაქტი ამ სეზონში, "კინგ პაუერზე" გამოჩნდა, როცა "ლივერპულმა" "ლესტერი" 4:0 დაამარცხა. ამ დასამახსოვრებელ შეხვედრაში დუბლისა და გამარჯვების გოლის ავტორი ფირმინო გახდა. შემდეგ დადგა საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი: "ლივერპულმა" აქ ორი შეხვედრა ჩაატარა, "მონტერეისა" და "ფლამენგოს" წინააღმდეგ, რთული გამოსაცნობია ვინ მიიყვანა ტიტულამდე გუნდი? რობერტო ფირმინომ. სი, სენიორ!!!  

სხვა სტატიები