Belive

ლივერპულის ფეხბურთელი გალათასარაიში გადასვლასთან ახლოსაა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" შემტევმა ნახევარმცველმა ჯერდან შაჩირიმ შესაძლოა კლუბი ზამთარში დატოვოს. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. შვეიცარიელ ფეხბურთელს უკვე ოფიციალური შეთავაზებებიც აქვს, მისი დამატება "გალათასარაის" სურს. თურქული კლუბი სუპერლიგაში ცხრილის ზედა ნაწილში დამკვიდრებას ვერ ახერხებს და შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს, ერთ-ერთ ვარიანტად კი სწორედ 28 წლის ფეხბურთელს განიხილავს. შაჩირი ლივერპულში 2018 წლის ზაფხულში, მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ გადავიდა და პირველი სეზონი ნორმალურად ჩაატარა, თუმცა მიმდინარე გათამაშებაში მოედანზე მხოლოდ ოთხჯერ გავიდა და ღირებული ვერაფერი შექმნა.

სხვა სტატიები